ამ ძაღლს ნამდვილად ეკუთვნის ჯილდო სიმშვიდის შენარჩუნებისთვის და პატრონის ერთგულებისათვის მაშინაც კი, როდესაც ის მის ლეკვებზე ბრაზობს.
კადრებში მამაკაცი ძირს ზის და ლაბრადორის ჯიშის რვა ლეკვს უწყრება. ყველა მათგანი მშვიდად ზის და უსმენს პატრონს, რომელიც მათ რაღაც საქციელის გამო უჯავრდება. ამ დროს კი მათი დედა სიტუაციის განმუხტვას ცდილობს.