ირანელები საქართველოში დიდი ოდენობით ჰაშიშის შემოტანის ფაქტზე დააკავეს

© photo: Sputnik / Aram Nersesyanსადახლოს სასაზღვრო-გამშვები პუნქტი
სადახლოს სასაზღვრო-გამშვები პუნქტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთ მათგანს 996 გრამი, მეორეს კი 1 კილოგრამზე მეტი ჰაშიში აღმოაჩნდა.

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ  „სადახლოზე“ ირანის ორ მოქალაქეს 2 კილოგრამი ნარკოტიკული ნივთიერება ჰაშიში უპოვეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ირანის მოქალაქეები ხუთშაბათს დააკავეს. უწყების ცნობით, მებაჟე-ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე ირანის მოქალაქეები შეამოწმეს. სკანერის მეშვეობით სხეულის დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ უცხოეთის მოქალაქეები ნარკოტიკებს მალავდნენ. ერთ მათგანს 996 გრამი, მეორეს კი 1 კილოგრამზე მეტი ჰაშიში აღმოაჩნდა.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის უწყებას გადაეცა.

 

ყველა ახალი ამბავი
0