საქართველოში მკვეთრად აცივდება

© Sputnik / Alexander Imedashviliღრუბლიანი ამინდი
ღრუბლიანი ამინდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სინოპტიკოსები ძლიერ წვიმებს, მთაში კი თოვლს პროგნოზირებენ

თბილისი,  3 ოქტომბერი  — Sputnik.  უახლოეს დღეებში სინოპტიკოსები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აცივებას, მაღალმთიან რაიონებში კი თოვლს პროგნოზირებენ. 

თბილისი - Sputnik საქართველო
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 5 ოქტომბერს

ხუთშაბათს საღამოდან პარასკევს დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია  წვიმა ელჭექით.

 „5 - 6 ოქტომბერს ჰაერის ტემპერატურა  მნიშვნელოვნად დაიკლებს, ზოგან  მოსალოდნელია ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3 – 4 ბალიანი ღელვა“, – ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს Facebook–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

პარასკევს, დღის ბოლომდე მაღალმთიან რაიონებში თოვლია ნავარაუდევი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.


ყველა ახალი ამბავი
0