Tiflis on my mind: გერმანულ ოფენბახში ქართულ დამწერლობას გაეცნობიან

© Website of the National Center for Manuscriptsდედაენა
დედაენა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გერმანიაში გამოიფინება ქართული დამწერლობის ნიმუშები უძველესი დროიდან თანამედროვეობამდე

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ოფენბახის კარლ კლინგსპორის შრიფტის მუზეუმში 4 ოქტომბერს გაიხსნება მასშტაბური გამოფენა, რომელიც ქალაქის მცხოვრებლებს ქართულ უძველეს და თანამედროვე დამწერლობას გააცნობს, იუწყებიან ორგანიზატორები.

პროექტის დასახელებაა Tiflis on My Mind. The Art of Old and New Writing from Georgia ("Tiflis on My Mind. ძველი და ახალი დამწერლობის ხელოვნება საქართველოდან"). როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აღნიშნავენ, ეს იქნება ქართული ანბანისადმი მიძღვნილი ყველაზე მასშტაბური გამოფენა ევროპაში.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 170-მდე უნიკალური ექსპონატი - ხელნაწერები, პირველნაბეჭდი წიგნები და რარიტეტულ გამოცემები. კოლექციაშია ხელოვნების სასახლის მზრუნველთა საბჭოს თავმჯდომარის, არჩილ გელოვანის კუთვნილი XVI-XVII საუკუნეების ხელნაწერები.

ძველი ქართული დამწერლობა - Sputnik საქართველო
Culture Trip - ქართული ენა ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში

მთავარი ექსპონატთა შორისაა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ორიგინალი, ასევე ხელოვნების სასახლის ფონდში დაცული უნიკალური აფიშები და და თანამედროვე მხატვართა ნამუშევრები

გამოფენა ტარდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პატრონაჟით.

პროექტი ხორციელდება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში, რომელიც 2018 წლის 10-14 ოქტომბერს ჩატარდება და საქართველოს საპატიო სტუმრის რანგში წარმოადგენს.

გამოფენა ოფენბახში 18 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

„იუნესკომ" 2016 წელს ქართული დამწერლობის სამი სახეობა - ასომთავრული, ნუსხური და მხედრული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ჩართო.

 

ყველა ახალი ამბავი
0