ვახტანგ ბერიძე: 10 ოქტომბერს ყველას გეპატიჟებით მესხეთის თეატრის მცირე სცენაზე

© FB / Vakhtang Beridzeვახტანგ ბერიძე
ვახტანგ ბერიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვახტანგ ბერიძე აანონსებს თავის სპექტაკლს „გადაგდებული პორტრეტი“, რომლის პრემიერაც მესხეთის თეატრის მცირე სცენაზე გაიმართება.
ვახტანგ ბერიძე: „ათ ოქტომბერს ყველას გეპატიჟებით მესხეთის თეატრის მცირე სცენაზე“

„სპექტაკლი „გადაგდებული პორტრეტი“ სხვადასხვაგვარი სიყვარულის ამბავია და ამასთანავე ერთგულების, ძიების, წარსულსა და აწმყოს შორის გაბმულ უწვრილეს ხიდზე წონასწორობის შენარჩუნების ისტორიაც“, – განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ვახტანგ ბერიძემ.

ვახტანგ ბერიძე – რეჟისორი, ლიტერატურული ფესტივალის „ზე-კართან“ დამფუძნებელი და დირექტორი. ეს სპექტაკლი ვახტანგ ბერიძისთვის მესხეთის თეატრში შემოქმედებითი საქმიანობის მეორე შემთხვევაა – 2013 წელს მან დათო ტურაშვილის „დოდოს მოლოდინში“ დადგა, რომელიც მაყურებლების საყვარელ სპექტაკლად იქცა.

 

ყველა ახალი ამბავი
0