თამაზ ჭილაძეს ვაკის სასაფლაოზე დაკრძალავენ

© FB / Tamaz Chiladzeთამაზ ჭილაძე
თამაზ ჭილაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული ლიტერატურის კლასიკოსს სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ.

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. ქართული ლიტერატურის კლასიკოსს თამაზ ჭილაძეს 2 ოქტომბერს ვაკის სასაფლაოზე დაკრძალავენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ცნობილი მწერალი და დრამატურგი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 28 სექტემბერს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

პანაშვიდი 1 ოქტომბერს, 17:00 საათზე ჩიქოვანის №22-ში გაიმართება. მწერლის ცხედარს კი სამების საკათედრო ტაძრიდან 2 ოქტომბერს, 14:00 საათზე გამოასვენებენ.

თამაზ ჭილაძე - Sputnik საქართველო
თამაზ ჭილაძე გარდაიცვალა

პოეტი, პროზაიკოსი, პუბლიცისტი, ლინგვისტი, ფილოსოფოსი და ისტორიკოსი თამაზ ჭილაძე სიღნაღში დაიბადა 1931 წელს. იგი ცნობილი მწერლის ოთარ ჭილაძის ძმაა.

თამაზ ჭილაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა (1954). არის ავტორი პოეტური კრებულებისა - „ღია სარკმელი" (1958), „მზის საათი" (1962), „ივლისი" (1966), „ლექსები" (1987) და ა.შ.

მწერლის ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე, მათ შორის ფრანგულად, ინგლისურად, უკრაინულად, ესპანურად, იტალიურად, ჩეხურად, სლოვაკურად, სერბულად, უნგრულად, ბულგარულად, პოლონურად, თურქულად, რუსულად, სომხურად, ესტონურად და ა.შ.

თამაზ ჭილაძის ცნობილი პროზაული ნაწარმოებებია „პოსეიდონის სასახლე", „კაქტუსის ბაღი", „ბრეიგელის მთვარე", „აჰა, მიიწურა ზამთარი", „მდგმურები", „აუზი" და სხვები.

მისი პიესების მიხედვით სპექტაკლები დადგმული აქვთ ცნობილ რეჟისორებს რობერტ სტურუას, თემურ ჩხეიძეს, გიზო ჟორდანიას, გიგა ლორთქიფანიძეს და სხვ. მიღებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის პრემია.

 

ყველა ახალი ამბავი
0