საქართველოში სიჩქარის მზომი კიდევ რამდენიმე რადარი ამოქმედდა

© photo: Sputnik / Alexander Kryajev / გადასვლა მედიაბანკშიე.წ "ჭკვიანი კამერები"
ე.წ ჭკვიანი კამერები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით საქართველოს მასშტაბით ჯამში 253 კმ სიგრძის საავტომობილო გზა კონტროლდება.

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით თბილისსა და სამეგრელოში 1 ოქტომბრიდან სიჩქარის მზომი კიდევ შვიდი რადარი ამოქმედდა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისსა და რეგიონებში საავტომობილო გზებზე ახალი ვიდეოკამერები ამოქმედდა>>>

კერძოდ, თბილისში არსებულ სიჩქარის კონტროლის ოთხ სექციას კიდევ სამი დაემატება: მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და გიორგი სააკაძის ქუჩის კვეთიდან აკაკი ბაქრაძის ქუჩის მიმართულებით, ასევე მტკვრის მარცხენა სანაპიროს და სამტრედიის ქუჩის კვეთიდან ჯონ მალხაზ შალიკაშვილის ხიდის მიმართულებით და, პირიქით, ჯონ მალხაზ შალიკაშვილის ხიდიდან სამტრედიის ქუჩის მიმართულებით.

აღნიშნულ მონაკვეთებზე ნებადართული სიჩქარეა 70 კმ/სთ.

ვიდეოკამერა - Sputnik საქართველო
მძღოლებო ფრთხილად: თქვენ თბილისის მასშტაბით 200 „ჭკვიანი" კამერა გიყურებთ

ასევე დღეიდან სამეგრელოს რეგიონში ორმხრივად ამოქმედდება სიჩქარის მზომი ოთხი წერტილოვანი რადარი, კერძოდ, სენაკში, თეკლათის საავტომობილო გზის მონაკვეთზე (ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ) და ხობში, ჭალადიდის საავტომობილო გზის მონაკვეთზე (ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ).

უწყების ცნობით, საქართველოს მასშტაბით ჯამში სიჩქარის მზომი 27 წერტილოვანი რადარი ფუნქციონირებს. სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით კი ქვეყნის მასშტაბით ჯამში 253 კმ სიგრძის საავტომობილო გზა კონტროლდება, ფუნქციონირებს 550 ვიდეოკამერა, მათ შორის, 306 ნომრის ამომცნობი ე.წ. ჭკვიანი კამერა და 244 ზოგადი ხედვის კამერა.

როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვის მიზნით ქვეყნის მასშტაბით სიჩქარის მზომი სექციური რადარების მონტაჟი გრძელდება.

შსს-ს ინფორმაციით, საგზაო უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმების შედეგად მიმდინარე წლის აგვისტოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულ პირთა რაოდენობა 36%-ით, დაშავებულ პირთა რაოდენობა კი 5%-ით შემცირდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0