კალაძე: რეალურ თუ ყალბ მამრავლებად დაშლილი პოლიტიკური ძალა ხელწერას არ იცვლის

გამოწერა
დედაქალაქის მერმა და „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მმართველი გუნდის დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა და „ნაციონალური მოძრაობა“ გააკრიტიკა.
კალაძე: რეალურ თუ ყალბ მამრავლებად დაშლილი პოლიტიკური ძალა ხელწერას არ იცვლის

„ქართული ოცნების 6-წლიანი მმართველობის შედეგად ჩამოყალიბდა ადამიანზე და მისი ღირსების პატივისცემაზე ორიენტირებული სახელმწიფო სისტემა. აღიკვეთა ადამიანებზე ძალადობის პრაქტიკა, აღიკვეთა პატიმრების სისტემური წამება და გაუპატიურება… აღიკვეთა ელიტური კორუფცია და ბიზნესის ტოტალური რეკეტის პრაქტიკა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი იყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ გრძნობს ვალდებულებას, საზოგადოებას მიაწოდოს სრული ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებების საპასუხოდ, რათა ხალხმა თავად განსაჯოს, სადაა სიმართლე და სად ტყუილი.

მმართველი პარტიის დღევანდელი შეხვედრა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებიდან ექვს წლისთავს ეძღვნებოდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0