თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა თეორიულად შესაძლებელია, იუწყება „პირველი არხი“.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის ლიდერთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა.
„პრეზიდენტების დონეზე შეხვედრისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ შეხვედრა, მსჯელობა და დამშვიდობება. აუცილებელია შედეგის მიღწევა, რათა ორივე მხარე კმაყოფილი დარჩეს, რათა ორი ქვეყნის ურთიერთობებს პერსპექტიულად ვხედავდეთ. რუსეთის პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ ჩვენ დაინტერესებულები ვართურთიერთობების ნორმალიზაციით, მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობებით საქართველოსთან. ეს დღემდე აქსიომად რჩება“, — განუცხადა კარასინმა ჟურნალისტებს პრაღაში, სადაც საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან მოლაპარაკების მორიგ რაუნდს მართავს.
დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში რუსეთსა და საქართველოს შორის კონტაქტები ხორციელდება ჟენევის დისკუსიებისა და პრაღაში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.