რამდენს დახარჯავს მთავრობა მომავალ წელს გზების მშენებლობა-შეკეთებაზე

გამოწერა
2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 12 729 700 000 ლარით განისაზღვრა.

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში საავტომობილო გზების მშენებლობებსა და რეაბილიტაციაზე მომავალ წელს 1.377 მილიარდი ლარის გამოყოფა იგეგმება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ყველაზე მსხვილი დაფინანსება — 317.9 მილიონი ლარი, ავტობან რიკოთის (არგვეთის) მონაკვეთისთვის არის გათვალისწინებული. 

მეხანძრე-მაშველი - Sputnik საქართველო
ბიუჯეტის პროექტი: მესაზღვრეებსა და მაშველებს ახალი წლიდან ხელფასები მოემატებათ

135 მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე საავტომობილო გზისა და გვირაბის მშენებლობაზე; 100-100 მილიონი ლარი გამოიყოფა ზემო ოსიაური-რიკოთისა და სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთებისთვის, ხოლო ბათუმის ახალ შემოვლით გზას 70 მილიონი ლარი მოხმარდება.

ათობით მლნ ლარი ასევე გამოიყოფა ქუთაისის შემოვლითი საავტომობილო გზის მეორე ზოლზე, ჩუმათელეთი-ხარაგაულის მონაკვეთის რეაბილიტაციასა და სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტის მიმართულებით საავტომობილო გზების რეკონსტრუქციაზე.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში უკვე შევიდა. ამ დოკუმენტში სახელმწიფო ბიუჯეტი 12 729 700 000 ლარით არის განსაზღვრული. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი საკანონმდებლო ორგანომ საშემოდგომო სესიის განმავლობაში უნდა დაამტკიცოს.

 

ყველა ახალი ამბავი
0