ქუთაისიდან პარლამენტის გადატანის გამო მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი შიმშილობას გეგმავს

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტი ქუთაისში
პარლამენტი ქუთაისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის საქართველოში პარლამენტის ორი შენობა ფუნქციონირებს – ქუთაისსა და თბილისში.

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი სამბოში ბესიკ მიქელთაძე ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობასთან მშრალი შიმშილობის დაწყებას გეგმავს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

სპორტსმენი ამ ფორმით აპირებს ქალაქიდან საკანონმდებლო ორგანოს გადატანის გაპროტესტებას.

„ქალაქს სჭირდება ხელოვნურად წახმარება, ხელოვნურად სუნთქვა და ამისათვის აუცილებელია იყოს პარლამენტი. პარლამენტი არის მსხვილი ინსტიტუცია, რომელმაც უნდა განავითაროს ქალაქი, აიყოლიოს ბიზნესი, მოიზიდოს ინვესტიციები“, — განაცხადა ბესიკ მიქელთაძემ. 

ჩემპიონი შიმშილობას მანამ გააგრძელებს, ვიდრე საპარლამენტო უმრავლესობისგან გარანტიას არ მიიღებს, რომ პარლამენტი ქუთაისში დარჩება. 

ამ დროისთვის საქართველოში პარლამენტის ორი შენობა ფუნქციონირებს – თბილისში მხოლოდ საკომიტეტო მოსმენები ტარდება, ქუთაისში კი — პარლამენტის სხდომები.

პარლამენტი - Sputnik საქართველო
რა გეგმები აქვს მთავრობას ქუთაისის პარლამენტის შენობასთან დაკავშირებით

პარლამენტი ქუთაისში 2012 წელს ამოქმედდა ყოფილი მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების საფუძველზე.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენლებმა არაერთხელ დასვეს საკითხი საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადატანის შესახებ.

2017 წლის ბოლოს საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად, ქვეყნის მთავარ კანონში აღარ არის ჩანაწერი იმის შესახებ, რომ პარლამენტმა სხდომები ქუთაისში უნდა ჩაატაროს.

პარლამენტი 2019 წლის იანვრიდან თბილისში მთლიანად დაბრუნდება, ქუთაისში მდებარე შენობა კი შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა. წინასწარი ინფორმაციით, ქუთაისში არსებულ პარლამენტის შენობაში შსს-ს აკადემია ან გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი "112" განთავსდება.

პარლამენტის ქუთაისის შენობის ფუნქციონირებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან წელიწადში 2,5 მილიონამდე ლარი იხარჯება.

ყველა ახალი ამბავი
0