თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. სამტრედიაში, მესამე საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლემ თავი მოიკლა, იუწყება „sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი.
როგორც სკოლის დირექტორმა განაცხადა, სუიციდის ფაქტი გუშინ გვიან ღამით მოხდა.
„ძალიან კარგი გოგონა იყო. დეტალები, რა მოხდა, ჯერჯერობით არ ვიცი. მამა ზრდიდა, დედა ემიგრანტი ჰყავს“, – განაცხადა დირექტორმა ვენერა ივანიშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი საკუთარმა ძმამ ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, გოგონამ თვითმკვლელობა ადრეც სცადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
თვითმკვლელობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.