თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. შავი ზღვისპირეთში მაშველთა ჯგუფები 2019 წლიდან ქალებით შეივსება, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის Facebook–გვერდზე.
საზღვაო სეზონზე საქართველოს სანაპირო ზოლზე მაშველები მორიგეობენ, რომელთთა რიგებშიც მხოლოდ მამაკაცები არიან.
„მომავალი წლიდან ქალებს პირველად მიეცემათ საშუალება, საზღვაო მაშველები გახდნენ", – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა შალვა ხუციშვილმა.
წლევანდელ სეზონზე მაშველებმა დაახლოებით 400 დამსვენებელი გადაარჩინეს. 1–17 სექტემბრის პერიოდში კი შავი ზღვის სანაპიროზე 31 საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა.