თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. გორი ქალაქის სახალხო დღესასწაულს აღნიშნავს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ღონისძიებები ქალაქში სამ ადგილას - კირიონ II-ის ქუჩაზე, შადრევანისა და ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტარდება.
მიმდინარეობს ადგილობრივი ღვინის, თაფლის, ყველის, ჩირის, ყვავილების გამოფენა-გაყიდვა. წარმოდგენილია ხალხური რეწვის ოსტატების, მხატვრების ნამუშევრები, მუზეუმების გამოფენები.
ქალაქში ტარდება სპორტული ასპარეზობები და სპეციალური ღონისძიებები ბავშვებისთვის.
საღამოს დაგეგმილია შიდა ქართლის საიმიჯო კლიპის პრეზენტაცია და კონცერტი, რომელსაც ფოიერვერკით დაასრულებენ.