თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnk. ცაგერში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის გვერდით მდებარე სათავსო დაიწვა, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, დამწვარია 30 კვადრატული მეტრი ფართობი ტერიტორია.
ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯეობით, უცნობია.