თბილისი, 30 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს დედაქალაქში სამშაბათს სინოპტიკოსები ნაწილობრივ ღრუბლიან, უმეტესად ნათელ ამინდს პროგნოზირებენ.
თბილისში მზე 06:58 საათზე ამოვა.
მინიმალური ტემპერატურა გამთენიისას 17 გრადუსი იქნება. დღის განმავლობაში თერმომეტრის სვეტი 25 გრადუსამდე აიწევს.
დაისი 18:41 საათზე დადგება.