ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისთვის ბათუმში მაშველები დააჯილდოეს

© Emergency Management Serviceქართველი მაშველები შავ ზღვაზე
ქართველი მაშველები შავ ზღვაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სიგელები და ფასიანი საჩუქრები იმ მაშველებს გადაეცა, რომელთაც საშტორმო მდგომარეობის დროს ყველაზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს.

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დღეს ბათუმში  ის მაშველები დააჯილდოვა, რომლებმაც ზღვაში შტორმის დროს ადამიანები გადაარჩინეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წარმატებულ  მაშველებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

ტურისტები შავი ზღვის სანაპიროზე შტორმის დროს - Sputnik საქართველო
მაშველებმა შავ ზღვაზე 8 ადამიანი გადაარჩინეს

2018 წელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა საზღვაო სეზონზე 400-მდე ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს.

ამ დროისთვის აჭარის სანაპირო ზოლში 122 მაშველი მუშაობს.

© FB / Emergency Management Serviceმაშველი
ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისთვის ბათუმში მაშველები დააჯილდოეს - Sputnik საქართველო
მაშველი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის შალვა ხუციშვილის განცხადებით, მომავალი წლიდან მაშველების სოციალური პირობები გაუმჯობესდება და ქალებს პირველად მიეცემათ შესაძლებლობა, საზღვაო მაშველები გახდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0