სეხნიაშვილი: კარგად დაგეგმილი ლაშქრობა იდეალურად გატარებული დღეების გარანტია
„ერთი შეხედვით ლაშქრობა ძალიან მარტივია, მაგრამ საკმაოდ ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი. კარგად დაგეგმილი ლაშქრობა იდეალურად გატარებული დღეების გარანტია. ლაშქრობა ბარგის ჩალაგებით იწყება. ლაშქრობაში აუცილებლად მიგვაქვს აფთიაქი, ნავიგაცია, სანათი, კარავი, საძილე ტომარა, მზისგან დამცავი საშუალებები, თერმული ბოთლით წყალი. ლაშქრობა დიდი ენერგიას მოითხოვს და აუცილებელია საკვები“, ამბობს სეხნიაშვილი.
მარიამ სეხნიაშვილი აქტიური მოგზაურია, იგი მეუღლესთან და სამი წლის შვილთან ერთად მოგზაურობს. მოგზაური წყვილი არაერთ ქვეყანაშია ნამყოფი, თუმცა ისინი საქართველოს კუთხეებში მოგზაურობას განსაკუთრებული ემოციით იხსენებენ.