თბილისი, 29 სექტებმერი - Sputnik. ქუჩის ხელოვნების ფესტივალის „ნიკო 2018“ ფარგლებში, თბილისის შვიდ ქუჩაზე სხვადასხვა შენობის კედლები მოიხატება, იტყობინება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
მაუწყებლის ინფორმაციით, კედლები მოიხატება: გიორგი მაზნიაშვილის ქ. N31-ში, დიმიტრი უზნაძის ქ. N54-ში, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I კვარტალის N5-ში, ლადო ასათიანის ქ. N25-ში, პეტრიაშვილის ქ. N3/5-ში, თარხნიშვილის ქ. 28/47-სა და ჭოროხის ქ. N4-ში.
პროექტში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ქართველი, ასევე, უცხოელი მხატვრები. თითოეული კედლის მოხატვა 6–8 დღის განმავლობაში გაგრძელდება და ჯამში, 600 კვ/მ–მდეფართობი მოიხატება.
ამ ეტაპისთვის, უკვე დასრულდა ჭოროხის N4-ში მდებარე კედლის მოხატვა. შემდეგი ლოკაცია კი იქნება დიმიტრიუზნაძის ქ. N54-ში, სადაც მოხატვის სამუშაოები 3 ოქტომბერს დაიწყება.
გარდა ამისა, შეიქმნება ახალი პლატფორმა – „თავისუფალი ხატვის ზონა“ და ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, პროექტში ჩაერთოს. ამისათვის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ საკუთარი ესკიზები, მოსახატი ადგილის ფოტო და დასაბუთება, რატომ სურთ ამ კონკრეტული ესკიზის დახატვა.
პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, სამი მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვაა დაგეგმილი.