თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. შინდისში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირების მემორიალი დაარბიეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ფაქტზე უკვე მხილებულია ერთი პირი, ხოლო შიდა ქართლის გუბერნატორისა და გორის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, დაზიანებული მემორიალი ნაწილობრივ აღდგენილია.
შინდისის გმირების მეორიალი დაარბიეს!!! მეორედ დაგვიხოცეს ბიჭები!!!https://t.co/uX0atDQb4Z pic.twitter.com/B31mLONYqQ
— dada (@dadababako1966) September 29, 2018
შეგახსენეთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სოფელ შინდისთან 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.