ხიზანიშვილი: შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ ხელების დაკარგვის შემდეგ ცუდად არ მიგრძვნია თავი

© photo: courtesy of Giorgi Khizanishviliგიორგი ხიზანიშვილი
გიორგი ხიზანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შშმ პირი გიორგი ხიზანიშვილი იხსენებს, ტრავმის მერე როგორ დაუბრუნდა ცხოვრებას და ჩაერთო საზოგადოებრივ აქტივობებში.
ხიზანიშვილი: შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ ხელების დაკარგვის შემდეგ ცუდად არ მიგრძვნია თავი

„შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ განსაკუთრებულად ცუდად არ მიგრძვნია თავი, არც დეპრესია მქონია. სკოლის დამთავრების შემდეგ დავამთავრე თბილისის სასულიერო სემინარია და აკადემია, ხელოვნებათმცოდნე ვარ. გარდა ამისა აქტიურად ვარ ჩართული სპორტში. ვვარჯიშობ პარა-ტაეკვანდოში. სპორტის ეს სახეობა სულ ახლახან ჩამოყალიბდა და ველით წინსვლას, იგეგმება გასვლები, იმედი მაქვს, ყველაფერი სასიკეთოდ წარიმართება“, – ამბობს გიორგი ხიზანიშვილი.

ამასთან ხიზანიშვილმა სამ ადგილზე გაიარა სტაჟირება. დადის საჯარო ლექციებზე და საკმაოდ აქტიურია სოციალურ ქსელში. უპრობლემოდ  მოიხმარს კომპიუტერს. გატაცებულია ფოტოგრაფიით და ხშირად დადის ლაშქრობებში.

 

ყველა ახალი ამბავი
0