მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით მოლდოვას ეწვევა

© Sputnik / Levan Avlabreliმამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოლდოვაში ოფიციალური ვიზიტისას საქართველოს მეთაური სუამის სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 5 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით მოლდოვის რესპუბლიკას ეწვევა, ნათქვამია მთავრობის Facebook-გვერდზე.

მომავალი ვიზიტისა და ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ მამუკა ბახტაძემ და მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა პაველ ფილიპმა გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველო, მოლდოვა და უკრაინა საპარლამენტო ასამბლეის შექმნაზე შეთანხმდნენ

„პოზიტიურად შეფასდა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების დინამიკა. შეხვედრისას აღინიშნა, რომ მოლდოვაში ოფიციალური ვიზიტისას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს სუამ-ის სამიტში, რომელიც როგორც წევრ ქვეყნებთან, ასევე ორგანიზაციის პარტნიორებთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი პლატფორმაა", – ნათქვამია განცხადებაში.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს აღნიშნული ფორმატის კიდევ უფრო გასააქტიურებლად ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობას.

როგორც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა განაცხადეს, როგორც საქართველო, ისე მოლდოვა ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორები არიან და, შესაბამისად, საერთაშორისო ასპარეზზე კოორდინირებულ მოქმედებას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

საქართველომ მოლდოვასთან დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 25 ივნისს დაამყარა. ორ ქვეყანას შორის სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზა მოიცავს ცხრამეტ ორმხრივ შეთანხმებას.

საქართველოსა და მოლდოვას შორის მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, რომელიც სამართლებრივად დარეგულირებულია როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ (სუამის ფარგლებში) ფორმატში. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ვითარდება კულტურის, განათლების, მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობის, ტრანსპორტის და ტურიზმის სფეროებში.

 

ყველა ახალი ამბავი
0