თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. უცხოეთში ქართული ბარათებით გადახდილმა თანხამ წელს მილიარდ ლარს გადააჭარბა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, იანვარ-აგვისტოში საქართველოში გამოშვებული ბარათებით უცხოეთში განხორციელებული ოპერაციების რაოდენობამ 1.097 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 30 პროცენტით მეტია 2017 წლის იანვარი-აგვისტოს მაჩვენებელზე.
გადახდების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა აგვისტოს თვეში – 154.794 მილიონი ლარი. ეს წინა წლის აგვისტოსთან შედარებით 18.7 პროცენტით მეტია.
აგვისტოში საქართველოში გამოშვებული ბარათებით უცხოეთში სულ 944 492 ოპერაცია განხორციელდა.
სტატისტიკაში ასახულია ბანკომატების, პოს-ტერმინალებისა და ინტერნეტით განხორციელებული ოპერაციების მონაცემები.