მამა გიორგი მსოფლიო პატრიაქრს აფერისტსა და მართლმადიდებლობის მტრების მარიონეტს უწოდებს

© photo: Sputnik / Alexey Danichevმსოფლიო პატრიარქი ბართლომე პირველი
მსოფლიო პატრიარქი ბართლომე პირველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეუფე ზენონის თქმით, მსგავსი განცხადებებით მღვდელმსახურები, პირველ ყოვლისა, უხერხულობას უქმნიან ეპისკოპოსს, ანუ კათალიკოს-პატრიარქს.

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. წმინდა ქეთევან დედოფლის ტაძრის დეკანოზმა მამა გიორგიმ (რაზმაძე) მსოფლიო პატრიარქი ბართოლომეოსი  გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში მსოფლიო აფერისტად მოიხსენია და მართმადიდებლური სამყაროს გახლეჩაში დასდო ბრალი, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

მამა გიორგის სკანდალური ინტერვიუს თაობაზე, რომელიც ორი დღის წინ გამოქვეყნდა, საქართველოს საპატრიარქოს ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

აღსანიშნავია, რომ მღვდელმსახურის გამონათქვამებს წმინდა სინოდის წევრის, მეუფე ზენონის მწვავე რეაქცია მოჰყვა. მისი თქმით, მსგავსი განცხადებები საქართველოსა და მსოფლიო საპატრიარქოებს შორის ურთიერთობას ძაბავს, რაც, მღვდელმთავრის არაპირდაპირი მინიშნებით, რუსეთის ინტერესებში შედის.

„მსოფლიო პატრიარქმა ჩემთან საუბრისას აღნიშნა, რომ აქვთ ინფორმაციები იმის შესახებ, რომ საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები აკეთებენ შეურაცხმყოფელ და ბრალდებით აღსავსე განცხადებებს. სხვათა შორის, რამდენიმე პირიც დაასახელა. ეს ქმნის უხერხულობას ეკლესიათა შორის“, — განაცხადა მეუფე ზენონმა ტელეარხთან საუბრისას.

მისი თქმით, მსგავსი განცხადებებით მღვდელმსახურები, პირველ ყოვლისა, უხერხულობას უქმნიან ეპისკოპოსს, ანუ კათალიკოს-პატრიარქს.

თეოლოგ გიორგი ტიგინაშვილს მიაჩნია, რომ საქართველოს საპატრიარქოს დუმილი აღნიშნულთან დაკავშირებით დანაშაულია, ვინაიდან „ეს არის საკმაოდ არაკორექტული, არამართლზომიერი, სამარცხვინო განცხადებები“. 

ტიგინაშვილის თქმით, სასულიერო პირის მხრიდან უარგუმენტო რეპლიკები უპასუხისმგებლობაა, მით უმეტეს, როდესაც მას არ გააჩნია არავითარი არგუმენტი, არავითარი სამხილი და მტკიცებულება, როდესაც ერესში, მწვალებლობაში, ანტიკანონიკურ ქმედებაში სდებს ბრალს მსოფლიო პატრიარქს. 

ყველა ახალი ამბავი
0