ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში 2024 წელს გერმანია უმასპინძლებს

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიუეფას შტაბ–ბინა
უეფას შტაბ–ბინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპის ჩემპიონატი 2024 წელს ტრადიციული სქემით გაიმართება – ყველა მატჩი ერთ ქვეყანაში ჩატარდება

თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. კონტინენტის პირველობა ფეხბურთში 2024 წელს გერმანიაში გაიმართება, განაცხადა უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა.

ევრო–2024–ის ჩატარების ადგილი ხუთშაბათს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სდომაზე გამოცხადდა. გერმანიის გარდა, ტურნირის ჩატარების პრეტენდენტი იყო თურქეთი.

„ევრო–2024–ისთვის ორი დიდი საფეხბურთო ქვეყანა იბრძოდა, მაგრამ ტურნირს, სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი ქვეყანა უმასპინძლებს. ევროპის ჩემპიონატის ჩატარების ადგილი გერმანია იქნება“, – განაცადა ჩეფერინმა კონვერტის გახსნის შემდეგ, რომელშიც კენჭისყრის გამარჯვებული იყო მითითებული.

სფფ–მ უეფას ჯილდო მიიღო - Sputnik საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფამ დააჯილდოვა

უეფას აღმასრულებელი კომიტეტის 17 წევრიდან გერმანიას ხმა მისხა 12–მა, თურქეთს – ოთხმა. ერთი ბიულეტენი ბათილად გამოცხადდა.

გერმანიისთვის ეს უკვე მეორე ევროპის ჩემპიონატი იქნება. 1988 წელს მასპინძელი ქვეყანა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა იყო. ამას გარდა, 2006 წელს გერმანიამ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა.

რაც შეეხება თურქეთს, ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, როცა ის აგებს კენჭისყრაში კონტინენტის პირველობის ჩატარების უფლებაზე.

ევრო–2024 ტრადიციული სქემით ჩატარდება – ყველა მატჩი ერთ ქვეყანაში გაიმართება იმ დროს, როცა 2020 წელს ევროპის ჩემპიონატის მატჩები ჩატარდება 12 ქვეყანაში, 12 სტადიონზე და 12 ქალაქში.

ყველა ახალი ამბავი
0