ინტერნეტ-ტოტალიზატორის კუთვნილი თანხის მითვისებაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

© AFP 2024 / Christophe Petit Tessonსაპყრობილე
საპყრობილე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულმა 1,2 მილიონზე მეტი ლარის მითვისება შეძლო.

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ კომპანია „მარსის" ყოფილ მენეჯერს ინტერნეტ-ტოტალიზატორ Crystalbet-იდან 1,2 მილიონი ლარის მითვისებისთვის 8 წლით პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

საქმის მასალების თანახმად, კომპანია „მარსს" Crystalbet-ის დავალებით მომხმარებელთა წახალისების მიზნით ჯეკპოტი უნდა გაეთამაშებინა. ამ საქმით კომპანიის მენეჯერი იყო დაკავებული.

პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო
500 ათასი ლარის ღირებულების ტყუილი - დაკავებულია „ეფიქს ბიზნეს გრუპის" სამი დამფუძნებელი

თანხის თაღლითურად მითვისების მიზნით 2016 წლის სექტემბრიდან მენეჯერმა საკუთარ ანგარიშზე მინიმალური თანხების გადარიცხვა განახორციელა, რათა Crystalbet-ის ონლაინ-თამაშებში მონაწილეობის იმიტაცია შეექმნა. მსგავსად იქცეოდა კიდევ რამდენიმე სხვა მოქალაქე, თუმცა პროკურატურა მათ შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს.

ამის პარალელურად თაღლითური სქემის ყველა მონაწილემ თავიდანვე იცოდა, კონკრეტულად როდის გათამაშდებოდა ჯეკპოტი, რაც კანონდარღვევაა. სწორედ ამ დროს იწყებდნენ ისინი თამაშს და, შესაბამისად, საპრიზო ფონდს იგებდნენ.

მოგებულ თანხას ეს ადამიანები კომპანია „მარსის" მენეჯერის მიერ მითითებულ ანგარიშზე რიცხავდნენ. ამ გზით ბრალდებულმა 1,2 მილიონზე მეტი ლარის მითვისება შეძლო.

თაღლითური სქემის გახსნა მაინც მოხერხდა. მენეჯერი 2018 წლის იანვარში დააპატიმრეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის მუხლით „თაღლითობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით", რაც ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0