პრესკონფერენცია: სილამაზის კონკურსი Miss & Mister Planet 2018 საქართველოში

© Sputnik / Seyran Baroyan "MIss and Mister Planet 2017"
 MIss and Mister Planet 2017 - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში მიმდინარე საერთაშორისო სილამაზის კონკურსი Miss & Mister Planet 2018-ის მონაწილეებისა და ორგანიზატორების პრესკონფერენცია „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში პარასკევს, 28 სექტემბერს, 13:00 საათზე გაიმართება.

კონკურსში Miss and Mister Planet—2018 მსოფლიოს 35 ქვეყნის რეგიონული კონკურსების გამარჯვებულები მონაწილეობენ, მათ შორის, რუსეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, ბელარუსის, ესტონეთის, ტაჯიკეთისა და ლატვიის წარმომადგენლები. საქართველოს კონკურსზე Miss & Mister Planet-Georgia 2018-ის გამარჯვებულები ნინო გველესიანი და ლუკა თიგიშვილი წარადგენენ.

 MIss and Mister Planet 2017 - Sputnik საქართველო
საერთაშორისო კონკურსმა საქართველოში პლანეტის ყველაზე ლამაზი ადამიანები შეკრიბა

კონკურსის ფარგლებში მოდელები საცურაო კოსტიუმებსა და ეროვნულ ტანისამოსში წარდგებიან. ისინი შეხვედრებს გამართავენ ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე მონაწილეობას მიიღებენ ექსკურსიებში, ფოტოსესიებში, დაათვალიერებენ კახეთსა და მცხეთას. გამარჯვებულებს გადაეცემათ ოქროს გვირგვინი, ფულადი ჯილდო ხუთი ათასი ევროს ოდენობით და სხვა ჯილდოები.

ფინალური შოუ 29 სექტემბერს გაიმართება. კონკურსის საინფორმაციო პარტნიორია საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik–საქართველო".

ღონისძიების შესახებ დაწვრილებით ისაუბრებენ და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებენ პრესკონფერენციის მონაწილეები:

- კონკურსის Miss & Mister Planet დამფუძნებელი ეკატერინე მგალობლიშვილი;

- კონკურსის Miss & Mister Planet დამფუძნებელი ირინა პაპაზოვა;

- Miss Planet Russia ზლატა პისმაკოვა;

- Miss Planet Azerbaijan ზულეიხა ორუჯოვა;

- Miss Planet Portugal – 2017 კამილა ვიტორინო

მასმედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ პრესკონფერენციაში მონაწილეობისთვის, რომელიც ჩატარდება „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში მისამართზე:

თბილისი, დავით აღმაშენებლის პროსპექტი №61, С ბლოკი, მე-5 სართული. ტელ: 555 90 89 77.

მედიის წარმომადგენელთა აკრედიტაცია: E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ: +995555908977.

გაგზავნეთ განაცხადი media@sputnik-georgia.com და გახდით „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების e-mail-ხელმომწერი.

ყველა ახალი ამბავი
0