თვითმხილველის ობიექტივმა ხეზე „მომუშავე“ კოდალა დააფიქსირა, რომელიც ისეა შესული კაკუნის ეშხში, ცოტაც და საერთოდ წააქცევს ხეს – ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე.
საინტერესო ისაა, რომ კოდალა რამდენიმე ჩაკაკუნების შემდეგ, დიდი მშენებელივით, დაკვირვებით ახედავს ხოლმე ხეს, თითქოს ზომავს, კიდევ რამდენი დარჩა სასურველი შედეგის მიღებამდე. არადა, ნეტავ, მეტი რა უნდა სურდეს, როცა პატარა ხვრელის ნაცვლად უზარმაზარი ფუღურო აქვს უკვე გაკეთებული?