ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა

© Sputnik / STRINGERვარლამ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატზე
ვარლამ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა ძიუდოისტმა მსოფლიო პირველობებზე უკვე მეხუთე მედალი მოიპოვა - ორ ბრინჯაოს მესამე ვერცხლი შეემატა

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ძიუდოს ნაკრების კაპიტანი და მსოფლიო რეიტინგის ლიდერი ვარლამ ლიპარტელიანი ბაქოში მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა.

მსოფლიო ჩემპიონობისთვის ბრძოლაში 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ლიპარტელიანმა სამხრეთ კორეელ გუამ ჩოსთან წააგო. ბრძოლა თანასწორი და შეუპოვარი იყო და თითქმის 10 წუთს გაგრძელდა. სამხრეთ კორეელმა ძიუდოისტმა ლიპარტელიანს ვაზარით მოუგო.

რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების (2016) ვერცხლის პრიზიორისთვის ეს უკვე მეხუთე მედალია მსოფლიო ჩემპიონატებზე. ლიპარტელიანმა ორჯერ მესამე და სამჯერ მეორე ადგილი დაიკავა.

ინდივიდუალური შეჯიბრებების დასკვნითი დღის წინ საქართველოს ნაკრების აქტივში ორი მედალია. მსოფლიო პირველობის პირველ დღეს ბრინჯაოს მედალი ამირან პაპინაშვილმა (-60 კგ) მოიპოვა.

ამირან პაპინაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა >>

ოთხშაბათს, 26 სექტემბერს ბაქოში მამაკაცებს შორის 100 კილოგრამ ზემოდ წონით კატეგორიაში მედლების ბოლო კომპლექტი გათამაშდება. გურამ თუშიშვილი პირველ ბრძოლას დანიელ ნატეა (რუმინეთი)-რაივის ჩაქსტინშ (ლატვია) წყვილის გამარჯვებულთან ჩაატარებს.

ბაქოს მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0