საღამოს შავ ზღვაზე მორიგი შტორმია მოსალოდნელი

© Sputnik / Seyran BaroyanШторм на Черном море
Шторм на Черном море - Sputnik საქართველო
გამოწერა
1 ივნისიდან 17 სექტემბრამდე შავ ზღვაზე მხოლოდ შტორმის დროს მაშველებმა 207 ადამიანი გადაარჩინეს.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. 25 სექტემბერს შავ ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

შტორმი ამინდის გაუარესების გამო საღამოს 18:00 საათიდან არის მოსალოდნელი. ტალღების სიმაღლე 3,5-დან 4-მეტრამდე მიაღწევს, რის გამოც ზღვაში შესვლა იკრძალება.

1 ივნისიდან 17 სექტემბრამდე შავ ზღვაზე 31 საშტორმო გაფრთხილება გამოცხადდა.

ამ პერიოდში მხოლოდ შტორმის დროს მაშველებმა 207 ადამიანი გადაარჩინეს.

ყველა ახალი ამბავი
0