თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. თბილისის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი ოთახი დაიწვა, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ხანძარი ცოტა ხნის წინ ისანი-სამგორის რაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მეხუთე სართულზე გაჩნდა. წინასწარი მონაცემებით, დამწვარია 40 კვადრატული მეტრი ფართობი.
უსაფრთხოების მიზნით საცხოვრებელი სახლიდან მეხანძრე-მაშველებმა მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძარი ამჟამად ლიკვიდირებულია.
ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე მუშაობდა ექვსი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.