ლედი შავებში: სად ისვენებენ ვოდიანოვა და სერგეენკო საქართველოში

© photo: courtesy of Natalia Vodyanovaნატალია ვოდიანოვა საქართველოში
ნატალია ვოდიანოვა საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიო მოდის ვარსკვლავები ნატალია ვოდიანოვა და ულიანა სერგეენკო საქართველოში შესანიშნავ დროს ატარებენ.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ცნობილი რუსი სუპერმოდელი, მსახიობი და ფილანტროპი ნატალია ვოდიანობა ცნობილ მოდელიერ ულიანა სერგეენკოსთან ერთად საქართველოში იმყოფება. ისინი ათვალიერებენ ქვეყნის წმინდა ადგილებსა კულტურულ ღირსშესანიშნაობებს.

ელეგანტურ შავ კაბებში გამოწყობილები ისინი სვეტიცხოველს ეწვივნენ. მანამდე ცნობილი ქართველი მხატვრისა და სცენარისტის რეზო გაბრიაძის კაფეს ესტუმრნენ.

Публикация от Natalia Vodianova (@natasupernova)

ვოდიანოვამ და სერგეენკომ ასევე მოინახულეს გერგეტის სამება.

ნატალია ვოდიანოვა ნიჟნი ნოვგოროდიდანაა. სამოდელო კარიერა 16 წლისამ დაიწყო. ის დიდი ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი 300 ადამიანის სიაში მოხვდა.

2004 წელს დააარსა ფონდი „შიშველი გულები" (The Naked Heart Foundation), რომელიც რუსეთსა და სხვა ქვეყნებში საბავშვო მოედნების მშენებლობას ითვალისწინებს. 2011 წლიდან ფონდი ახორციელებს პროგრამას „თითოეული ბავშვი ოჯახის ღირსია", რომელიც მიმართულია განსაკუთრებული განვითარების მქონე ბავშვებზე უარის თქმის რუსეთში არსებული ტრადიციის წინააღმდეგ.

ულიანა სერგეენკო რუსი მოდელიერია. წარმოშობით ყაზახეთიდანაა. 2011 წელს სერგეენკომ თავისი ბრენდი Ulyana Sergeenko შექმნა. 2015 წელს პარიზის მაღალი მოდის სინდიკატის სამეთვალყურეო საბჭომ ის მაღალი მოდის კვირეულის ოფიციალურ მონაწილედ შეარჩია.

 

ყველა ახალი ამბავი
0