ქობულეთში ხუთი სტომატოლოგიური კაბინეტი დაჯარიმდა

© photo: Sputnik / Kirill Braga / გადასვლა მედიაბანკშისტომატოლოგიური კლინიკა
სტომატოლოგიური კლინიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სანიტარული ზედამხედველობის სამსახურმა აღნიშნული გადაწყვეტილება სანიტარულ–ჰიგიენური ნორმების დარღვევის გამო მიიღო.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. სანიტარული ზედამხედველობის სამსახურმა ქობულეთში ხუთი სტომატოლოგიური კაბინეტი სანიტარულ–ჰიგიენური ნორმების დარღვევის ფაქტზე დააჯარიმა, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.

ბათუმში არსებულ სტომატოლოგიურ კაბინეტებსა და კლინიკებში რაიმე სახის დარღვევა არ დაფიქსირებულა.

თუმცა, ბათუმში პრობლემები სილამაზის სალონებში აღმოჩნდა, სადაც ნაწლავის ჩხირი დაფიქსირდა, რაც, სპეციალისტების განცხადებით, სისუფთავის არასათანადო დაცვაზე მიუთითებს.

ყველა ახალი ამბავი
0