ბაქოს მსოფლიო ჩემპიონატზე ნიკოლოზ შერეზადაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა

© FB / Paco Lozano Judo y otrosნიკოლოზ შერეზადაშვილი
ნიკოლოზ შერეზადაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა

თბილისი,  24 სექტემბერი — Sputnik.  ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადაშვილმა ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

90 კგ–მდე წონით კატეგორიაში მოაპარეზე სპორტსმენმა ფინალურ შერკინებაში კუბელი სილვა მორალესი დაამარცხა. 

რაც შეეხება საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს, ჩემპიონატის მეხუთე დღეც წარუმატებელი აღმოჩნდა ნაკრებისთვის.

ბექა ღვინიაშვილი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა 21 წლის გერმანელ ედუარდ ტრიპელთან.

უშანგი მარგიანმა მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალამდე მიაღწია, სადაც იაპონიის წარმოადგენელთან დამარცხდა, შედეგად მან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 

ასე რომ, ჩემპიონატის პირველ დღეს მოპოვებული ამირან პაპინაშვილის (–60კგ)  ბრინჯაოს მედალი კვლავ ერთადერთი ჯილდოა საქართველოს ნაკრებისთვის. 

სამშაბათს, 25 სექტემბერს მედლები 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში გათამაშდება, რომელშიც საქართველოს ნაკრებს ვარლამ ლიპარტელიანი  - 2016 წლის რიო–დე–ჟანეიროს ოლიმპიური ჩემპიონი და ევროპის რვაგზის ჩემპიონი ვარლამ ლიპარტელიანი წარადგენს.
ბაქოს მსოფლიო ჩემპიონატი 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0