მარცხი „მამლუქებთან“, შესრულებული კაჩი - კოში და პლანეტის უძლიერესი მამაკაცის რეკორდი

© FB / Giorgi Margvelashviliლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი დაამყრა
ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი დაამყრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიო სპორტში ქართველების სპორტული კვირეულის მიმოხილვა ჟურნალისტ თამაზ ჩიქვანიასაგან.

კვირის მთავარი მოვლენა 20 სექტემბერს ბაქოში დაწყებული მსოფლიოს ჩემპიონატია ძიუდოში, სადაც 128 ქვეყნის 800 სპორტსმენი მონაწილეობს. საქართველო 9 ვაჟი მონაწილით არის წარმოდგენილი. ქალებიდან მხოლოდ მარიამ ჯანაშვილს უნდა ეასპარეზა, მაგრამ ავადმყოფობამ შეუშალა ხელი. უკვე მეოთხე წონით კატეგორიაში თამაშდება მედლები და სამწუხაროდ ჩვენი მონაგარი მხოლოდ ერთი ბრინჯაოს მედალია, რომელიც პირველივე დღეს ამირან პაპინაშვილმა მოიპოვა.

© Владимир Астапковичამირან პაპინაშვილი
მარცხი „მამლუქებთან“, შესრულებული კაჩი - კოში და პლანეტის უძლიერესი მამაკაცის რეკორდი - Sputnik საქართველო
ამირან პაპინაშვილი

სიმართლე გითხრათ, გული დამწყდა, რადგან ფინალში გასვლამდე სულ ორი წამი აშორებდა. ამირანი ნახევარფინალამდე დამაჯერებლად მივიდა, ცოტა ბადემ გაუმართლა, უფრო მეტი კი თავად მოინდომა. ნახევარფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძეს ეჭიდავა, რომელსაც ცოტა ხნის წინ ზაგრების ტურნირზე უპრობლემოდ მოუგო (ადრეც არაერთხელ დაუმარცხებია). თითქოს აქაც არაფერი უნდა მომხდარიყო, მეტოქე ვაზარზე დააგდო და შეხვედრის დასრულებას მშვიდად ელოდა, თუმცა ორი(!) წამით ადრე მშვიდობაძემ საპასუხო ილეთზე გამოიჭირა და შეხვედრა ოქროს დროში გადავიდა. ეტყობა პაპინაშვილს უკვე მომთავრებული ეგონა ყველაფერი და ხალახლა მობილიზება გაუჭირდა - მარტივი ილეთი გაატარა და ფინალში მშვიდობაძე გავიდა, სადაც ფეხმტკივანმა იაპონელმა ტაკატომ ძალიან იოლად დაამარცხა. ჩემი აზრით, ამირანს უფრო მეტი შანსი ჰქონდა იაპონელ ჩემპიონთან, რიოს ოლიმპიადაზე, სრულიად ჯანმრთელს, მოუგო კიდეც, მაგრამ წამიერმა უყურადღებობამ მხოლოდ მესამე ადგილის მოპოვების შანსი დაუტოვა...

დარბაზი, თანამემამულე კარამატ ჰუსეინოვისგან შურისძიებას ითხოვდა, ამირანმა ხომ მასპინძელთა „ჯილა“ , შარშანდელი მსოფლიოს ფინალისტი, ორხან საფაროვი  20 წამში იპონზე დააგდო და სახტად დატოვა, მაგრამ ვერც ჰუსეინოვმა ივარგა და ამირან პაპინაშვილი მეორედ გახდა მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი. აი, სულ ეს გახლავთ თუ კი რამ კარგის თქმა შეიძლებოდა ქართველ სპორტსმენთა გამოსვლაზე. ვერ ივარგა ლუხუმ ჩხვიმიანმა, ვერც ვაჟა მარგველაშვილმა ივაჟკაცა, ორი საწყისი შერკინება კი მოიგო ჩვენმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა, მაგრამ უკვე მაშინ ეტყობოდა, რომ მხოლოდ კლასის ხარჯზე გაიარა თავისზე ბევრად სუსტი მეტოქეები. მეოთხედფინალში ირანელ მოჰამადისთან პიველივე წუთზე იპონით წააგო, მერე ვეღარც რეპეშაჟში ივარგა და ისევ უმედლოდ დარჩა მსოფლიოს ჩემპიონატზე. დღეს ზებედა რეხვიაშვილმა დაიწყო ჩვენთვის პრობლემურ 81 კგ. წონაში გამოსვლა და უკვე პირველივე შერკინებაში კიდევ ერთ ქართველ მამლუქთან, პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ანრი ეგუტიძესთან წააგო. ხვალიდან „მძიმე არტილერია“ ჩაერთვება საქმეში და იმედი ვიქონიოთ ისინი მაინც გვასახელებენ. ტიტულები მათ არ აკლიათ, თუმცა ეჭვი მაქვს, ქართულ ძიუდოში ბოლო ხანს დატრიალებული გაუგებრობა, მათზეც უარყოფითად იმოქმედებს. კარგი იქნება თუ ვცდები. ვნახოთ, ნათქვამია „აღდგომა და ხვალეო“.

ბათუმში, უდიდესი სპორტული ღონისძიება - მსოფლიოს რიგით 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა იწყება. გახსნის ცერემონიალი „ბლექ სი არენაზე“ დღეს, 21 საათზე შედგება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი მუსიკოსები, იცეკვებს სუხიშვილების ანსამბლიც. ხვალიდან კი მოჭადეაკეები დაფებს მიუსხდებიან. საქართველოს ნაკრები, როგორც ტურნირის მასპინძელი ქვეყანა სამ-სამი ვაჟთა და ქალთა გუნდებით იასპარეზებს. ვაჟთა ნაკრებში სიახლეა ბულგარელი დიდოსტატის ივან ჩეპარინოვის გამოჩენა, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და პირველ დაფაზე იასპარეზებს. მის გარდა გუნდში არიან  ბაადურ ჯობავა (2646), მიხეილ მჭედლიშვილი (2608), ლევან ფანცულაია (2587) და დავით ჯოჯუა (2583). გუნდის საშუალო რეიტინგი 2640-ს შეადგენს. ქალთა პირველი გუნდი ასეთი შემადგენლობით დაიწყებს:- ნანა ძაგნიძე (რეიტინგი - 2519), ნინო ბაციაშვილი (2492), ლელა ჯავახიშვილი (2475), ბელა ხოტენაშვილი (2470), მერი არაბიძე (2404). გუნდის საშუალო რეიტინგი 2489 გახლავთ. ვაჟებისა რა მოგახსენოთ და ქალთა გუნდს საპრიზო ადგილზე მოხვედრა ნამდვილად შეუძლია.

ტოკიოში დღეს დასრულდება აკი ბაშო. ლევან გორგოძემ დასახული ამოცანა შეასრულა, დადებითი ბალანსი დაიბევა და მომდევნო ორ ბაშოზეც ოძეკის ტიტულით ჩაატარებს. იმპერატორის თასი კი 41-ედ მოიგო დიდმა ჩემპიონმა ჰაკუჰომ. ტოჩინოშინის შეხვედრებიდან გამოსარჩევი გახლდათ იოკოძუნა კაკურიუსთან გამარჯვება, რომლის ამსახველ ვიდეოსაც აქ გთავაზობთ (ლევანის ბრძოლა მეოთხე წუთიდან). იმედია ლევანი შეძლებს ტრავმის ბოლომდე მოშუშებას და ნოემბრის ბაშოზე უკვე პირველობისთვისაც იბრძოლებს.

თბილისში გუშინ დასრულდა ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი. ყველა მოუთმენლად ელოდა მძიმე წონაში ლაშა ტალახაძის გამოსვლას, რომელმაც დაწყებამდე განაცხადა, რომ მსოფლიოს რეკორდების დამყარებას შეეცდებოდა.  ასეც მოხდა მან აკვრაში 264 კგ დაიმორჩილა. აქამდე რეკორდის მფლობელი ირანელი ჰოსეინ რეზაზადე იყო. ამავდრულად ქართველმა ორჭიდის ჯამში  სარეკორდო 478 კგ. მოაგროვა.

ყველა ახალი ამბავი
0