თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. მექსიკის შტატ სონორაში ტროპიკულმა შტორმმა „19 – Е" დაახლოებით 170 ადამიანის ქონებას ზიანი მიაყენა, იუწყება РИА Новости შტატის მთავრობაზე დაყრდნობით.
გუბერნატორ კლაუდია არელიანოს სიტყვებით, ძლიერი წვიმების შედეგად ყველა მეტად დაზარალდა ერმოსილოს, გუაიამას, ალამოსის, ბენიტო–ხუარესის, ემპალმესდა უატაბამპოს მუნიციპალიტეტები.
შტორმის გამო საგანგებო ვითარება ერთბაშად შტატის 11 მუნიციპალიტეტში გამოცხადდა. ადრე მსგავსი ზომები სინალოას შტატის 11 მუნიციპალიტეტში გამოცხადდა.
სონორას შტატში პატარა ბიჭი დაიღუპა. ორი წლის ბიჭი წყლის ნაკადმა გაიტაცა, მისი ცხედარი მყვინთავებმა იპოვეს.