თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. ათი ადამიანი დაიღუპა, 21 დაიჭრა ტერაქტის შედეგად, რომელიც ირანის სამხრეთში, ქალაქ აჰვაზში სამხედრო აღლუმზე მოხდა, იუწყება РИА Новости ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით.
მაჩალიკაშვილის მუქარა ემოციური განცხადება აღმოჩნდა >>
უცნობმა პირებმა ცეცხლი პირდაპირ მსვლელობის დროს გახსნეს. დაღუპულებს შორის ერთი ჟურნალისტია. გარდა ამისა, უსაფრთხოების ძალებმა ორი ბოევიკის ლიკვიდაცია შეძლეს. ზოგიერთი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, მოჰამად ჯავად ზარიფის განცხადებით, შეტევა განახორციელეს ტერორისტებმა, რომლებიც „დაიქირავეს, შეასწავლეს, შეიარაღეს და დააფინანსეს უცხოურმა რეჟიმებმა“.
„ირანი მსგავს შეტევებზე პასუხისმგებლობას აკისრებს ტერორიზმის რეგიონულ სპონსორებსა და მათ ამერიკელ ინსტრუქტორებს“, - დაწერა მან Twitter-ზე.
Terrorists recruited, trained, armed & paid by a foreign regime have attacked Ahvaz. Children and journos among casualties. Iran holds regional terror sponsors and their US masters accountable for such attacks. Iran will respond swiftly and decisively in defense of Iranian lives. pic.twitter.com/WG1J1wgVD9
— Javad Zarif (@JZarif) September 22, 2018
ამასთან მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანი თავისი მოქალაქეების დასაცავად საპასუხო ზომებს „სწრაფად და მტკიცედ“ მიიღებს.
სამხედრო აღლუმები დღეს ირანის სხვადასხვა ქალაქში იმართება, მათ შორის თეირანში. აღლუმები ეძღვნება ე.წ. „წმინდა თავდაცვის კვირეულს“ - ხსოვნის ღონისძიებებს, რომლებიც 1980-1988 წლების ირან-ერაყის ომის მოვლენებს უკავშირდება.