თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ქობულეთში, შავ ზღვაში გაუჩინარებული ქალის ცხედარი იპოვეს, იუწყება აჭარის ტელევიზია.
შეტყობინება ქალის გაუჩინარების შესახებ დილის 7 საათსა და 5 წუთზე მიიღეს. გარდაცვლილი 35 წლის რუსეთის მოქალაქე იყო.
ამ დროისთვის უცნობია, თუ რა გახდა ქალის გარდაცვალების მიზეზი. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.