საქართველოს საზღვარზე ირანელები ყალბი დოკუმენტებისთვის დააკავეს

© Sputnik / STRINGERთბილისის საერთაშორისო აეროპორტი
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთი ბრალდებული საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთას თურქეთის, ხოლო მეორე კი ჩეხეთის რესპუბლიკის ყალბი პასპორტით ცდილობდა.

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ყალბი საბუთებით გადმოკვეთის მცდელობის ფაქტზე ირანის ორი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ერთი ბრალდებული საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთას თურქეთის, ხოლო მეორე კი ჩეხეთის რესპუბლიკის ყალბი პასპორტით ცდილობდა.

გამოძიება დაწყებულის სსკ-ის 19-344-ე და 362-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც გულისხმობს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა და ყალბი დოკუმენტის გამოყენება.

ყველა ახალი ამბავი
0