ირანში ტერაქტის დროს 24 ადამიანი დაიღუპა, 53 დაიჭრა

© REUTERS / TASNIM NEWS AGENCYტერაქტის შედეგები ქალაქ აჰვაზში
ტერაქტის შედეგები ქალაქ აჰვაზში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთ-ერთი დაღუპული ჟურნალისტია. ვრცელდება ინფორმაცია ორი ბოევიკის ლიკვიდაციის შესახებ

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. ირანის სამხრეთში სამხედრო აღლუმის დროს მომხდარი ტერაქტის დროს 24 ადამიანი დაიღუპა, 53 დაიჭრა, იუწყება РИА Новости ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია 11 დაღუპულისა და 21 დაშავებულის შესახებ.

ტერაქტი ირანში სამხედრო აღლუმზე: 10 ადამიანი დაიღუპა >>

ქალაქ აჰვაზში ტერაქტი შაბათ დილით მოხდა. უცნობმა პირებმა ცეცხლი პირდაპირ მსვლელობის დროს გახსნეს. დაშავებულებს შორის ქალები და ბავშვები არიან.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო დაჯგუფებამ „პატრიოტული არაბული დემოკრატიული მოძრაობა აჰვაზში“, რომელიც საუდის არაბეთთან არის კავშირში.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, მოჰამად ჯავად ზარიფის განცხადებით, ტერაქტზე პასუხისმგებლობა ეკისრება ტერორიზმის რეგიონულ სპონსორებსა და მათ ამერიკელ ინსტრუქტორებს.

სამხედრო აღლუმები დღეს ირანის სხვადასხვა ქალაქში იმართება, მათ შორის თეირანში. აღლუმები ეძღვნება ე.წ. „წმინდა თავდაცვის კვირეულს“ - ხსოვნის ღონისძიებებს, რომლებიც 1980-1988 წლების ირან-ერაყის ომის მოვლენებს უკავშირდება.

ყველა ახალი ამბავი
0