„დღე ავტომობილის გარეშე“: კახა კალაძემ ველოსიპედით გაისეირნა

© FB / Kakha Kaladzeკახა კალაძე ველოგარბენზე თბილისში
კახა კალაძე ველოგარბენზე თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერმა საკუთარი მაგალითით აჩვენა, რა სასარგებლო და სასიამოვნოა ველოსიპედით მგზავრობა

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. „მსოფლიო დღე ავტომობილის გარეშე“ თბილისის ცენტრალურ ქუჩებში ველოგარბენით აღნიშნეს, იუწყება თბილისის მერიის ვებგვერდი.

საზაფხულო კინოთეატრი და ველობილიკი: „წითელი ბაღის“ რეაბილიტაცია იწყება >>

ველორბოლაში, რომელშიც რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობდა, ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნის გავლით, პირველი რესპუბლიკის მოედნამდე, ორგანიზაციის - „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” კამპანიის „სუფთა ჰაერისთვის” ფარგლებში გაიმართა.

ველორბოლაში მონაწილეობდა თბილისის მერი კახა კალაძე, საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ევროკავშირისა და გაეროს მუდმივი წარმომადგენლობის ელჩები საქართველოში, ასევე დედაქალაქის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და თბილისის საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე მონაწილეობდნენ.

აქციაზე კახა კალაძემ ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

Новые синие городские автобусы MAN на стоянке в столице Грузии - Sputnik საქართველო
„ღამის ავტობუსში“ მგზავრებს სკამებზე წიგნები დახვდებათ

„საწუხაროდ, თბილისში ავტომობილებით ბევრი ადამიანი გადაადგილდება. ჩვენთან ჯანსაღი ცხოვრების წესი ძალიან პოპულარული არ არის, თუმცა დღევანდელი აქცია ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია. როდესაც ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვახორციელებთ, ვცდილობთ, რომ სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს, იქ ველობილიკიც მოვაწყოთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ იმედი გამოთქვა, რომ აქციას „დღე ავტომობილის გარეშე“ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი ადამიანი შეუერთდება.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ფეხით და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მეტი ადამიანი გადაადგილდებოდეს, ასევე, ქალაქში მეტი მწვანე სივრცე გვქონდეს. ნელ-ნელა უნდა ვუთხრათ არა „მკვლელ“ ავტომობილებს, რომლებიც მწყობრიდან გამოსულია და ქალაქს ეკოლოგიურად, ასევე, თითოეული ჩვენგანის და ჩვენი პატარების ჯანმრთელობას აზიანებს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

„დღე ავტომობილის გარეშე“ ევროკომისიის მიერ 2 ათას წელს დაარსდა და მას შემდეგ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქტიურად აღინიშნება.

საერთაშორისო თარიღი მიზნად ისახავს, ქალაქის ცენტრალურ უბნებში ავტომანქანების მოძრაობის შემცირების გზით გარემოს მოფრთხილებას.

ყველა ახალი ამბავი
0