თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. ნინოწმინდაში ნიღბიანმა მამაკაცმა სლოტ-კლუბი დააყაჩაღა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა. კლუბში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა და თანამშრომლებს იარაღით ემუქრებოდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, კლუბიდან წაღებულია 5 ათასი ლარი.
დამნაშავის დაკავების მიზნით, ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.
გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით („ყაჩაღობა“), რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.