ფრიდა და დიეგო: წყვილის ფოტოისტორიას სიყვარულის ქალაქი უმასპინძლებს

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokovaგამოფენა
გამოფენა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი მექსიკელი მხატვრების ბობოქარი სიყვარულის ფოტოკადრებს სიღნაღელები და ქალაქის სტუმრები დაათვალიერებენ.

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. მექსიკელი მხატვრების ფრიდა კალოსა და დიეგო რივერასადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა „დიეგო და ფრიდა. ღიმილი შუა გზაზე" სიღნაღის მუზეუმში 28 სექტემბერს გაიხსნება.

დამთვალიერებელი ფრიდასა და დიეგოს ყოველდღიური ცხოვრების ამსახველ 100-მდე ფოტონამუშევარს იხილავს – მათ ხელმეორედ ქორწინებას, სახელოსნოში მუშაობის პროცესს, ასევე ფრიდა კალოს სიკვდილის წინ და მხატვრების ერთად გადაღებულ ბოლო ფოტოს.

შეიქმნა ფიროსმანისა და გუდიაშვილის ნახატების ვირტუალური გიდი>>>

„დიეგოსა და ფრიდას ურთიერთობა 25 წელს გაგრძელდა – ქორწინებიდან (1929) ფრიდას გარდაცვალებამდე (1954). ქორწინება სავსე იყო სიყვარულით, სიძულვილითა და ბრძოლით. ისინი არაერთხელ გაშორდნენ და შერიგდნენ. უთანხმოებებისა და განშორებების მიუხედავად ორივემ ისწავლა, თუ როგორ უნდა ჰყვარებოდათ ერთმანეთი და შეენარჩუნებინათ ურთიერთობა", – ნათქვამია მუზეუმის განცხადებაში.

სამყაროში ხუთი შავი ხვრელი აღმოაჩინეს - Sputnik საქართველო
ალტერნატიული სამყარო: თბილისში ნინო ბოსიკაშვილის გამოფენა გაიმართება

კალო და რივერა ისეთი ცნობილი ფოტოგრაფების ობიექტივში მოხვდნენ, როგორებიც არიან გილერმო კალო, პიტერ ჯული, გილერმო ზამორა, ნიკოლა მიურეი, ედვარდ უესტონი, მანუელ ალვარეს ბრავო და ხუან გუსმანი.

ნამუშევრები დიეგო რივერასა და ფრიდა კალოს სტუდია-მუზეუმიდან (Museo Casa Estudio Diego Rivera y Frida Kahlo) არის წარმოდგენილი. მე-20 საუკუნის ამ ცნობილი წყვილის პირადი ცხოვრების ამსახველი გამოფენა პირველად 2002 წელს დიეგო რივერასა და ფრიდა კალოს სტუდია-მუზეუმში გაიმართა. მას შემდეგ ექსპოზიცია სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს.

გამოფენა სიღნაღში 7 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

პროექტის ორგანიზატორები არიან მექსიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, ეროვნული მუზეუმი და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

 

ყველა ახალი ამბავი
0