თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ნაკრების ლიდერი ეკატერინე გორგოძე (166-ე ნომერი WTA-ს რეიტინგში) საფრანგეთის ქალაქ სენ-მელოში მიმდინარე IТF-ს სერიის ტურნირის ნახევარფინალში ვერ გავიდა.
მატჩის მეოთხედფინალში ქართველი რუმინელ ირინა ბარასთან სამ სეთში დამარცხდა - 6:3, 1:6, 4:6. მატჩი ორსაათნახევარს გაგრძელდა.
მატჩში გორგოძემ თავისი ჩაწოდება ექვსჯერ დათმო, ბარამ კი მეტოქეს სულ ოთხი ბრეიკის გაკეთების საშუალება მისცა. რუმინელის მიერ მოგებული ბურთების მაჩვენებელიც უფრო მაღალი იყო - 81% 71%-ის წინააღმდეგ.
ქართველი ჩოგბურთელისთვის ეს ბოლო 17 მატჩის დროს მესამე მარცხი გახდა. მიმდინარე წლის ზაფხულზე გორგოძე ITF-სერიის ორი ტურნირის გამარჯვებული გახდა. ივლისში ჩოგბურთელმა მოიგო ასტანაში გამართული შეჯიბრება, აგვისტოში კი გერმანიის ქალაქ ჰეხინგემის ტურნირი მოიგო.