თბილისში პოლონური საბავშვო თეატრი უფასო წარმოდგენებს გამართავს

© FB / Nodar Dumbadze Puppet Theaterმაყურებელი მოზარდ მაყურებელთა თეატრში
მაყურებელი მოზარდ მაყურებელთა თეატრში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლონური დასი პატარა ქართველ მაყურებელს წარმოუდგენს ფერადოვან „იავნანასა" და ფილოსოფიურ დადგმას „მთავარი შეკითხვა".

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე 21-27 სექტემბერს პოლონური საბავშვო თეატრი „პინოქიოს" უფასო მასტერ-კლასებისა და წარმოდგენების სერია გაიმართება, ნათქვამია ქართული თეატრის განცხადებაში.

პოლონური დასის პროგრამაში ორი სპექტაკლია: 21 სექტემბერს 1-4 წლის ბავშვებისთვის წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი „იავნანა" (დიდ სცენაზე), ხოლო 22 სექტემბერს მოზრდილი ბავშვებისთვის (10+) – „მთავარი შეკითხვა" გერმანელი ილუსტრატორისა და მწერლის ვოლფ ერლბრუხის ნაწარმოების მიხედვით (ექსპერიმენტულ სცენაზე).

სპექტაკლის შემდეგ ბავშვებს სადადგმო ჯგუფისთვის კითხვების დასმა შეუძლიათ.

პოლონური თეატრის გასტროლების ფარგლებში 24-25 სექტემბერს გაიმართება ასევე უფასო მასტერ-კლასი, რომელსაც რეჟისორი კონრად დვორაკოვსკი წარუძღვება.

 პროექტს აფინანსებს პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტრო.

ყველა ახალი ამბავი
0