ბერას რჩეულის პორტრეტი: ვინ მოიყვანა ცოლად საქართველოს ყველაზე მდიდარმა საქმრომ

© Instagram / nanukagudavadzeნანუკა გუდავაძე
ნანუკა გუდავაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ექს-პრემიერის სარძლომ წარსულში ძალები სამოდელო ბიზნესში მოსინჯა

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. საინფორმაციო საშუალებები არკვევენ, ვინ არის ნანუკა გუდავაძე - მილიარდერისა და საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, ქართველი რეპერის ბერას საცოლე.

ბერა ივანიშვილის ახალი ფრანგული კლიპი - Sans Retou >>

იმის შესახებ, რომ ბერა ივანიშვილმა ცოლი მოიყვანა, გახდა ცნობილი სამშაბათს, როდესაც მუსიკოსმა სოციალურ ქსელში ატვირთა ფოტო წარწერით And she said yes (და მან თქვა „კი“)

ფოტოზე 23 წლის მუსიკოსის რჩეული ნანუკა გუდავაძეა.

View this post on Instagram

❤️

A post shared by Nanuka Gudavadze (@nanukagudavadze) on

პირველი, რაც გახდა ცნობილი ბერა ივანიშვილის მომავალ მეუღლეზე არის ის, რომ ის ყოფილი მოდელია და ბიძინა ივანიშვილის მეგობრის ქალიშვილია. მედიაში წერენ, რომ 14 წლის ასაკში ის დიზაინერ ბიჭოლას ბრენდის სახე გახდა. ამჟამად გოგონას მოდის ბლოგერს უწოდებენ.

View this post on Instagram

A post shared by Nanuka Gudavadze (@nanukagudavadze) on

გოგონას Instagram-ის მიხედვით, მას უყვარს კამერის წინ პოზირება, ბოსტნეულის სალათები, ყავა და პატარა ჩანთები გრძელი სახელურით.

View this post on Instagram

ɪ ᴅᴏɴ'ᴛ ᴋɴᴏᴡ ᴡʜᴀᴛ's ᴛɪɢʜᴛᴇʀ, ᴏᴜʀ ᴊᴇᴀɴs ᴏʀ ᴏᴜʀ ғʀɪᴇɴᴅsʜɪᴘ 😄

A post shared by Nanuka Gudavadze (@nanukagudavadze) on

მის ფოტოებზე ქართველ მოდელებს ნახავთ, მათ შორის ანა შელიას, ხოლო მასზე კომენტარებს აკეთებენ პოპულარული დიზაინერები, ანუკი არეშიძის ჩათვლით.

View this post on Instagram

A post shared by Nanuka Gudavadze (@nanukagudavadze) on

ნანუკა გუდავაძეზე წერენ, რომ ის საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტნის, მერაბ შარიქაძის ყოფილი შეყვარებულია.

View this post on Instagram

A post shared by Nanuka Gudavadze (@nanukagudavadze) on

ამჟამად დანამდვილებით არავინ იცის, ბერა და ნანუკა დაინიშნენ თუ უკვე დაქორწინდნენ. ჟურნალისტებმა წყვილი დააქორწინეს ჯერ კიდევ 2018 წლის გაზაფხულზე, მაგრამ მაშინ არც ბერას, არც ნანუკას რაიმე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ. ახლა კი ეს მოხდა, და წყვილი მომენტალურად ტაბლოიდების ყურადღების ცენტრში მოექცა.

View this post on Instagram

A post shared by Nanuka Gudavadze (@nanukagudavadze) on

ბერა მრავალი სიმღერის ავტორი და შემსრულებელია. ის კონცერტებს არ მართავს, მაგრამ თავის შემოქმედებას ინტერნეტში აზიარებს. ყველა მის ვიდეოს მილიონობით მნახველი ჰყავს. 2010 წლიდან მუსიკოსს აქვს საკუთარი ხმისჩამწერი სტუდია სახელწოდებით Dream.

ბოლო დრის ბერამ თავი დაგვამახსოვრა როგორც მარიხუანის ლეგალიზაციის მომხრემ. მიმდინარე წლის მაისში მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე ვიდეოკლიპი „ლეგალიზაცია“ ატვირთა. საკუთარ სიმღერაში ბერამ მარიხუანას ლეგალიზაციას ღიად დაუჭირა მხარი და გამოვიდა ნარკომომხმარებლების დაკავებების, სინთეტიკური ნარკოტიკების და ნარკოგამსაღებლების წინააღმდეგ. სიმღერაში არის ასეთი სიტყვები „წარმოვადგენ ჩემს თაობას, თაობას აღარ ეშინია მთავრობის“.

ყველა ახალი ამბავი
0