საქართველოს მოქალაქეები უკრაინაში გამგზავრებას ID-ბარათებით შეძლებენ

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიМИД Украины
МИД Украины - Sputnik საქართველო
გამოწერა
შესაბამისი შეთანხმება მხარეებს შორის ნიუ-იორკში უნდა გაფორმდეს.

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. საქართველოსთან ID-ბარათებით მიმოსვლის შესახებ შეთანხმების პროექტს უკრაინის მთავრობამ მხარი დაუჭირა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი უკრაინულ მასმედიაზე დაყრდნობით.

საქართველოს მოქალაქეები უკრაინაში საზღვარგარეთის პასპორტის გარეშე შეძლებენ გამგზავრებას >>

შეთანხმების მიხედვით, უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეები შიდა პირადობის მოწმობებით – ID-ბარათებით შეძლებენ მიმოსვლას.

ამჟამად აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის გენერალური დებატების მონაწილეებს მიმართავს. მანამდე პრემიერი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის გახსნის ცერემონიას დაესწრება. ამ ვიზიტის ფარგლებში პრემიერი რამდენიმე შეხვედრას გამართავს და, სავარაუდოდ, ამ დროს მოხდება აღნიშნული შეთანხმების გაფორმებაც.

ვოლოდიმირ გროისმანი - Sputnik საქართველო
რა შესთავაზა გროისმანმა საქართველოს

საქართველოს და უკრაინის მოქალაქეებისთვის ორივე ქვეყანაში მიმოსვლისთვის საზღვარგარეთის პასპორტის გაუქმების შესახებ ინიციატივა 2017 წლის ნოემბერში უკრაინის პრემიერ–მინისტრმა ვლადიმირ გროისმანმა თბილისში ვიზიტისას გამოთქვა.

ამჟამად საქართველოსა და უკრაინას შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს, თუმცა საზღვრის გადაკვეთისას მოქალაქეებს საზღვარგარეთის პასპორტი სჭირდებათ.

პირადობის ახალი მოწმობები საქართველოში 2011 წელს გამოჩნდა. მისი საშუალებით შესაძლებელია ადამიანის დისტანციურად, ინტერნეტის მეშვეობით იდენტიფიცირება, საქართველოში იურიდიული ძალის მქონე ელექტრონულ დოკუმენტებზე ციფრული ხელმოწერის გაკეთება.

დღეისთვის ID-ბარათით საზღვრის გადაკვეთა უპრობლემოდ შეუძლიათ საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეებს. საქართველო–თურქეთის საზღვრის გამარტივებული წესით გადაკვეთა ძალაში 2011 წლიდან შევიდა.

ყველა ახალი ამბავი
0