ნინელი ჭანკვეტაძე: „ბავშვობაში სპეციალურ მურაბას მხოლოდ ჩემთვის ხარშავდნენ და მას „ნინელის მურაბა“ ეწერა“
„ბავშვობიდან ერთი მოგონება ბუნდოვნად მახსოვს, ეს არის ამბავი იმაზე, თუ როგორ მოვიპოვე საჩუქარი დედაჩემის მეგობრების ღონისძიებაზე“, – იხსენებს ნინელი ჭანკვეტაძე სატელევიზიო გადაცემაში „საუბარი მასთან“.
ნინელი ჭანკვეტაძე – საქართველოს დამსახურებული არტისტი. 1979 წელს მიენიჭა საქართველოს თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური პრემია ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. დაჯილდოებულია ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრიზით შემოქმედებითი მიღწევებისათვის. მიღებული აქვს ნატო ვაჩნაძის სახელობისა და პირველი ქართული კინოფესტივალის „ოქროს არწივის" პრიზები. მონაწილეობდა ბარსელონის, ლათინური ამერიკის, ედინბურგის, ლონდონის შექსპირის სახელობის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებში.