თბილისის მერიამ მეტროში მგზავრთნაკადის მატებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

© Tbilisi Transport Companyთბილისის მეტრო
თბილისის მეტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მატარებლის სამი ახალი შემადგენლობა იმოძრავებს „ახმეტელის თეატრი - ვარკეთილის" ხაზზე, ერთი კი „საბურთალოს" ხაზზე.

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენი მგზავრთა რაოდენობის მატების გამო, რაც სასწავლო წლის დაწყებას უკავშირდება, ოთხი ახალი შემადგენლობით შეივსო, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

შვეიცარიული კონცერნი საქართველოში ქარხანას ააშენებს>>>

ოთხვაგონიანი სამი ახალი შემადგენლობა „ახმეტელის თეატრი – ვარკეთილის" ხაზზე იმოძრავებს, ხოლო სამი ვაგონისგან შემდგარი ერთი ახალი შემადგენლობა – „საბურთალოს" ხაზზე.

ღამის თბილისი - Sputnik საქართველო
21 სექტემბრიდან თბილისში „ღამის ავტობუსი" იმოძრავებს

„სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით მე ვამბობდი, რომ მეტროში გარკვეული ცვლილებების შეტანას ვაპირებდით, რამდენადაც დღეს მეტროს ძალზე ბევრი მგზავრი გადაჰყავს. პრობლემა ისაა, რომ პიკის საათებში მგზავრებს 5-6 წუთი ლოდინი უხდებათ, რაც სერიოზულ დისკომფორტს და პრობლემას ქმნის", – განაცხადა კალაძემ.

მერიის გეგმის თანახმად, მეტროში ლოდინის დრო 3 წუთამდე უნდა შემცირდეს. გარდა ამისა, მომავალ წლებში მეტროს შემადგენლობის სრული მოდერნიზაცია იგეგმება.

„ჩვენ გვინდა, რომ მეტრო მგზავრებისთვის გადაადგილების ერთ-ერთ ყველაზე კომფორტულ საშუალებად იქცეს", – აღნიშნა კალაძემ.

კალაძე დედაქალაქის ავტოპარკის განახლების თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ 2019 წლის ბოლოსთვის მოძველებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად განახლებული იქნება.

 

ყველა ახალი ამბავი
0