ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე საქართველოში ჩამოვა

© Twitter / Rose Gottemoeller როუზ გეტემიულერი
როუზ გეტემიულერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გეტემიულერი საქართველოს წელიწად-ნახევრის განმავლობაში მეორედ ეწვევა.

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გეტემიულერი საქართველოში 21 სექტემბერს ჩამოვა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

მამუკა ბახტაძე და იენს სტოლტენბერგი - Sputnik საქართველო
ნატოს გენერალური მდივანმა საქართველო რეფორმებისთვის შეაქო

გეტემიულერი საქართველოს პირველად 2017 წელს ნატოს საგაზაფხულო საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ეწვია, რომელიც 26-29 მაისს გაიმართა.

საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო მონაწილე გახდა პროგრამისა „პარტნიორობა მშვიდობისთვის". „ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლიდან საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან უფრო ინტენსიური გახდა.

2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრმა ქვეყნებმა დაადასტურეს, რომ საქართველო მომავალში შესაძლოა ნატოს წევრი გახდეს იმ პირობით, თუ ალიანსის სტანდარტებს დააკმაყოფილებს. 2011 წელს საქართველომ ნატოს „ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი მიიღო. 2014 წელს უელსში გამართულ სამიტზე საქართველოს ნატოს წევრობისკენ სწრაფვის მხარდამჭერ ღონისძიებათა პაკეტი დამტკიცდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0